საქართველოს ახალგაზრდა ოფთალმოლოგთა საზოგადოება დაფუძნდა 2014 წელს, ექიმ-ოფთალმოლოგთა საინიციატივო ჯგუფის მიერ. იგი აერთიანებს როგორც 45 წლამდე ასაკის ოფთალმოლოგებს ისე რეზიდენტებს ოფთალმოლოგიაში და ოფთალმოლოგიასთან მომიჯნავე სხვა სპეციალისტებს.
საზოგადოების მიზანია ხელი შეუწყოს ოფთალმოლოგიის სფეროში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ ზრდა-განითარებას და მათი სამეცნიერო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. აგრეთვე კონფერენციების, ლექციების, სემინარების, ტრენინგების მოწყობა, სკრინინგული კვლევების ხელშეწყობა და ორგანიზება, ოფთალმოლოგიასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება საქართველოში.
საქართველოს ახალგაზრდა ოფთალმოლოგთა საზოგადოების საბჭო.
საზოგადოების პრეზიდენტი: ნანა დიღმელაშვილი
ტელ.: +995 568 11 00 55
ელ-ფოსტა: geoeyesociety@gmail.com